Thursday, October 26, 2017

მიქელანჯელო

მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა კაპრეზეში, რომელიც მდებარეობს იტალიის პროვინციაში - ტოსკანაში. თუმცა, როდესაც იგი სულ რამდენიმე კვირის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, თვით მიქელანჯელო კი ძიძას მიაბარეს. ოჯახი, რომელშიც მომავალი გენიოსი იზრდებოდა, კალატოზობას მისდევდა. როგორც თვით მიქელანჯელო აღნიშნავდა, მისი ინტერესი ქვის დამუშავების ტექნიკისადმი სწორედ იმ დროიდან იღვიძებს.
მიქელანჯელოს ყოველთვის აინტერესებდა ხელოვნება, ამიტომ სკოლის შემდეგ იგი მოსწავლედ მიაბარეს განთქმულ ფლორენციელ ფერმწერს დომენიკო გირლანდაიოს. ამ უკანასკნელმა მალევე აღმოაჩინა მიქელანჯელოს უსაზღვრო ტალანტი და 1489 წელს ნიჭიერი შეგირდი სასწავლებლად მოქანდაკე ბერტოლდი დი ჯოვანისთან გაგზავნა.
ახალგაზრდა მიქელანჯელოს წარმატება შენიშნა ფლორენციის იმ დროინდელმა მართველმა ლორენცო დი მედიჩიმ, რომელმაც ყმაწვილი თავის კარზე მიიპატიჟა, სადაც იგი წარმატებით ეუფლებოდა ოსტატობას ლორენცოს სიკვდილამდე. ამის შემდეგ მიქელანჯელო მამის სახლში ბრუნდება და უფროსი თანამედროვეს - ლეონარდო და ვინჩის მსგავსად, ანატომიის შესწავლას იწყებს. სანტო სპიროტოს ეკლესიისთვის ხის დიდი ჯვარცმის დამზადების სანაცვლოდ, მას წილად დიდი პრივილეგია ხვდა - გვამების გაკვეთის ნება დართეს.


სწორედ ამ ქანდაკებამ მოუტანა აღიარება მიქელანჯელოს, როგორც დიდ ხელოვანს და იგი იტალიის საუკეთესო მოქანდაკეთა რიცხვს მიაკუთნა.

ცოტა მოგვიანებით მიქელანჯელო ბრუნდება ფლორენციაში, სადაც 1502 - 1504 წლებში იგი 5 მეტრის სიმაღლის შეუდარებელ "დავითს" ქმნის.1505 წელს ხელოვანი პაპის იულიუს II_ს თხოვნით რომში მიემგზავრება. იულიუსის შემდეგ მიქელანჯელო კიდევ 6 პაპის კარზე მუშაობდა. რომის პაპმა მიქელანჯელოს დაავალა საკუთარი საფლავის ძეგლის შექმნა. ეს უნდა ყოფილიყო 40 ქანდაკებისგან შემდგარი მონუმენტი. მიქელანჯელომ შესაფერისი ქვის შესარჩევად 8 თვე დახარჯა, ამ დროის განმავლობაში პაპმა ინტერესი დაკარგა.
იმედგაცრუებულმა მიქელანჯელომ რომი დატოვა, თუმცა, მალევე იგი ისევ მიიწვიეს დედაქალაქში. ამჯერად იულიუსს ბრინჯაოს უზარმაზარი სიდიდის საკუთარი ქანდაკების შექმნა სურდა. მიქელანჯელოს იმედი ჰქონდა, რომ ამ შეკვეთის შემდეგ იგი ისევ საფლავის ქანდაკებების შექმნას შუდგებოდა, თუმცა ამჯერად პაპმა მას სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვა დაავალა.

მიქელანჯელოს მიღწევების უმნიშვნელოვანესი მომენტია მის მიერ ადამიანის სხეულის სწორედ გაგება, აღქმა და მისი შესრულება საოცარ მაშტაბებში. რენესანსის ეპოქაში ადამიანი წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს და სხვა დანარჩენი მისი პარამეტრებით იზომებოდა. მიქელანჯელომ საკუთარი ხდვა გამოამჟღავნა და ადამიანის სხეული იდეალიზირებული ფორმით შექმნა.მიუხედავად იმისა რომ იგი საუკეთესო მხატვარი იყო, თავად მიქელანჯელოს საკუთარი თავი ყოველთვის მოქანდაკედ მიაჩნდა. თუმცა ცხოვრების უკანასკნელი 30 წელი მან არქიტეკტურას მიუძღვნა. ხელოვნების ამ დარგში მისი მიღწევები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სკულპტურაში.

მომდევნო პაპებმა მიქელანჯელოს მრავალი საინტერესო პროექტი შესთავაზეს. ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის დასრულება რომში, რომლის აგება ჯერ კიდევ 1506 წელს, იულიუს II_ს დროს დაიწყო. როგორც სიქსტეს კაპელის შემთხვევაში მიქელანჯელომ ჯერ უარი განაცხადა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, თუმცა შემდეგ დათანხმდა. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო ტაძრის მშენებლობის დასრულება, რადგან 1564 წლის 18 თებერვალს მიქელანჯელო გარდაიცვალა.

ლეონარდო და ვინჩი


ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი, მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა — კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში — ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1466-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა.
1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი, ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.
მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო სფორცა“.
1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდო იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის — ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა.
მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომშიპავიაშიბოლონიასა და საფრანგეთში1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში.
ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერდამდე ხატავდნენ.
1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარისკულპტორიარქიტექტორიმეცნიერი და ინჟინერი იყო.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“.

ხელოვნება

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. მან მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წელი იცოცხლა. ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, სანამ ფსიქიკურად დაავადდებოდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დღეს ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად მიიჩნევა.
მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, თავისი ხედვით შექმნილი ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.
გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპოზიციების მეშვეობით მან შეძლო გარე სამყაროს მისეული მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისთვის გაეზიარებინა.
ვან გოგი 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონ
სა და პარიზში. 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (“გლეხის ქალი”, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო, “კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის – დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა (“ხიდი სენაზე”, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

მიქელანჯელო

მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა კაპრეზეში, რომელიც მდებარეობს იტალიის პროვინციაში - ტოსკანაში. თუმცა, როდესაც იგი სულ რამდენიმე კვირის...