ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. მან მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წელი იცოცხლა. ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, სანამ ფსიქიკურად დაავადდებოდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დღეს ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად მიიჩნევა.
მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, თავისი ხედვით შექმნილი ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.
გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპოზიციების მეშვეობით მან შეძლო გარე სამყაროს მისეული მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისთვის გაეზიარებინა.
ვან გოგი 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონ
სა და პარიზში. 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (“გლეხის ქალი”, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო, “კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის – დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა (“ხიდი სენაზე”, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, თავისი ხედვით შექმნილი ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.
გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპოზიციების მეშვეობით მან შეძლო გარე სამყაროს მისეული მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისთვის გაეზიარებინა.
ვან გოგი 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონ სა და პარიზში. 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (“გლეხის ქალი”, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო, “კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის – დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა (“ხიდი სენაზე”, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
No comments:
Post a Comment